კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმიანება

განცხადებები 19 სექტემბერი 2024

ნიკოლოზ მარსაგიშვილის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წინასწარ, ვაკანტური თანამდებობის წარმოშობამდე, განწესება უზენაესი სასამართლოს კლანისადმი ლოიალური კადრებით გადავსების ცხადი მაგალითია.

 

17 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების საფუძველზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას დაუჭირა მხარი. უზენაეს სასამართლოში ნიკოლოზ მარსაგიშვილის მიერ დასაკავებელი პოზიცია მხოლოდ 2025 წლის ივნისში ხდება ვაკანტური. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსი ერთი წლით ადრე, 2024 წლის 30 მაისის განკარგულების საფუძველზე გამოაცხადა.

 

ნიკოლოზ მარსაგიშვილი სასამართლო სისტემაში 2008 წლიდან საქმიანობს და სხვადასხვა დროს იყო გორის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. 2020 წლიდან ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია და 2024 წლის 24 მარტს განმეორებით, მეორე ვადით იქნა არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად.

 

უზენაესი სასამართლოს წევრთა შერჩევის პროცესი წლებია ხარვეზიანად ფასდება როგორც ადგილობრივი სამოქალაქო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ამავდროულად, ევროკომისიის 2023 წლის ნოემბრის ანგარიშით ცხადად განისაზღვრა, რომ მათ შორის უზენაესი სასამართლოს წევრები და მოსამართლეობის კანდიდატები უნდა დაექვემდებარონ კეთილსინდისიერების შემოწმების ექსტრაორდინარულ მექანიზმს. საგულისხმოა, რომ ნიკოლოზ მარსაგიშვილი იზიარებს სასამართლო კლანის პოზიციას და ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების შემოწმებას.

 

დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ღირებულებაა. ევროპული ინტეგრაცია, რომლისათვისაც ერთ-ერთ წინაპირობას მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმის განხორციელება წარმოადგენს, ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ურყევი ნებაა, რომელსაც ხელისუფლების ყველა შტომ პატივი უნდა სცეს.

 

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ჩამოყალიბდება XI მოწვევის პარლამენტის შემადგენლობა და სწორედ აღნიშნული მოწვევის პარლამენტის დროს ხდება თანამდებობა ვაკანტური. კოალიცია მიიჩნევს, რომ ნიკოლოზ მარსაგიშვილის დასანიშნი კონკურსის 1 წლით ადრე გამოცხადება და თანამდებობაზე 8 თვით ადრე არჩევა, მაშინ როდესაც დაახლოებით 2 თვეში საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტი ეყოლება არის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ინსტრუმენტალიზაცია, ისევე როგორც სასამართლო კლანისა და მმართველი პარტიის თანამშრომლობის დამატებითი მტკიცებულება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025
განცხადებები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024